მთავარი / სიახლეები / “იუვეს” წარმომადგენლებსა და პოგბას აგენტს შორის შეხვედრა ორშაბათს შედგება

“იუვეს” წარმომადგენლებსა და პოგბას აგენტს შორის შეხვედრა ორშაბათს შედგება

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე იტალიური მედია უკვე პრაქტიკულად ყოველდღე წერს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიტუაცია მართლაც სერიოზულადაა.

როგორც ცნობილია, „იუვე“ მზადაა პოგბას სეზონში 7-8 მილიონი ევრო შესთავაზოს და ფრანგი ფეხბურთელიც თანახმაა ხელფასი დაიკოს და იტალიურ გრანდში დაბრუნდეს. პოლს მეორე არჩევანიც აქვს – პსჟ, მაგრამ უპირატესობას თავის ყოფილ კლუბს ანიჭებს.

Tuttosport-ის ცნობით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა პოლ პოგბას წარმომადგენელ რაფაელა პიმენტას ორშაბათს შეხვდება და პირველ შეთავაზებას ოფიციალურად გააკეთებს. პიმენტა მინო რაიოლას გარდაცვალების შემდეგ იცავს პოგბას ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. მან „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …