მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრი: “ეს არ არის გადამწყვეტი თამაში”

მასიმილიანო ალეგრი: “ეს არ არის გადამწყვეტი თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ეს არ არის გადამწყვეტი თამაში და „ინტერი“ სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატია.

„ვნახოთ როგორ მდგომარეობაშია გუნდი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თამაშზე, რომელსაც ჩვენ ვითამაშებთ. მშვენიერი საღამო იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტადიონზე 60 ათასი მაყურებელი იქნება, ყველასგან დიდი მოლოდინია. კარგი მატჩი იქნება ორ დიდ გუნდს შორის. ჩემი აზრით, „ინტერი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ ფავორიტია. მნიშვნელოვანი გამოცდა გვაქვს ძლიერი გუნდის წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, ეს არ არის გადამწყვეტი თამაში, უბრალოდ შანსი გვაქვს დადებითი სერია გავაგრძელოთ. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უფრო გადამწყევტი „რომასთან“ მატჩი იყო. არ ვფიქრობ, რომ ინტერთან მატჩის შედეგით მოვიგებთ ან ვერ მოვიგებთ სკუდეტოს.

დიბალა კარგადაა, განაცხადში იქნება, გუნდთან ორჯერ ივარჯიშა. შემადგენლობის მხრივ, თითქმის ყველა ჩემს განკარგულებაშია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, სადაც ცვლილებაზე შესული ფეხბურთელები გადამწყვეტები იყვნენ.

შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. შეიძლება დღესაც არ მივიღო გადაწყვეტილება და ეს ხვალ დილით გავაკეთო. კიეზამ „ზენიტთან“ კარგად ითამაშა, კიელინი მზადაა, ბონუჩიც, დე ლიხტიც და რუგანიც. ამ ოთხიდან ორი ითამაშებს. როდესაც დე ლიხტი მზად იქნება სამცველიან სქემაში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე სათამაშოდ, ყველა ერთად ითამაშებს, მაგრამ ახლა ორი ითამაშებს. კალენდარი დატვირთულია, სათამაშო დრო ყველას ექნება, ვინც ხვალ არ ითამაშებს, მომდევნო მატჩში გავა მოედანზე.

„ინტერთან“ ახლოს ვიყავი? ორი წლის განმავლობაში ბევრი რა მოხდა, ხან ერთ გუნდთან ვიყავი ახლოს, ხან – მეორესთან. საბოლოოდ, „იუვეში“ დაბრუნება გადავწყვიტე და ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.

რონალდუ? როცა მსგავსი ფეხბურთელი გყავს, რომელიც სეზონში 30 გოლს იტანს, ნორმალურია, რომ გუნდი მას ეყრდნობა. ისიც ბუნებრივია, რომ კრიშტიანუს ჰარდა, ნებისმიერ ფეხბურთელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და გოლები იმ ფეხბურთელებმა უნდა გაიტანონ, რომლებიც გვყავს.

ხვალ ტექნიკურად კარგად უნდა ვითამაშოთ, ისინი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერები არიან. გარდა ამისა, ვთამაშობთ სტადიონზე, სადაც მათ დიდი მხარდაჭერა ექნებათ, ამიტომ დიდი ბრძოლა იქნება საჭირო.

ჯეკო ყველაზე სახიფათოა? მან იცის ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა, ლაუტაროსთან შესანიშნავი დუეტი აქვს. „ინტერი“ ძლიერია, ბარელა ძალიან გაიზარდა, ბროჟოვიჩი სერიოზული მოთამაშე გახდა, ასევე არიან შკრინიარი და დე ვრეი. „ინტერი“ ლიგაში უძლიერი გუნდია და როგორც ვთქვი, სკუდეტოს მთავარი ფავორიტია.

რაბიო? ის დღეს ვნახე, გამოჯანმრთელდა და გამოვიდა იმ სიტუაციიდან. არ ვიცი ითამაშებს თუ არა, ამის გაკეთება უვარჯიშებლად რთულია. არტური? ის ძალიან გაიზარდა. ასწია გუნდის და პასების დონე გუნდში. დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები, ნელ-ნელა მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს და ძირითადში მოხვდეს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …