მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ბონუჩის “მილანში” გადასვლა შეცდომა იყო და ამას თვითონაც მალე მიხვდა”

კიელინი: “ბონუჩის “მილანში” გადასვლა შეცდომა იყო და ამას თვითონაც მალე მიხვდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლეომ შეცდომა დაუშვა და ამას მალევე თავადაც მიხვდა.

„როდესაც მითხრა, რომ „იუვეს“ ტოვებდა, ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. მას ბევრი მესიჯი მივწერე, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ურთიერთობების შენარჩუნება. მან ეს ამბავი დილით მითხრა, პრესეზონის პირველი დღეები იყო და საღამოს ძალიან გრძელი მესიჯი მივწერე.

ცხოვრებაში არჩევანი ცხადია, უნდა მივიღოთ, მაგრამ ერთი თვით ადრე შვებულებაში მარტო რომ არ ყოფილიყო და როგორც სხვა წლებში, ერთად ვყოფილიყავით შვებულებაში, ჩემი აზრით, ის „მილანში“ არ წავიდოდა, დარწმუნებული ვარ. ვაიძულებდი, რომ აზრი შეეცვალა, გავაგებინებდი, რომ შეცდომას უშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ „მილანს“ დიდ პატივს ვცემდი, ეს არ იყო მადრიდის „რეალი“ და არც დღევანდელი „მილანი“. მან ნაბიჯი უკან გადადგა და შეცდომა რომ დაუშვა, მალევე მიხვდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ლეოს შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მერ ვერ მივიღებდი, ჩემს ოჯახშიც არაფერს ვწყვეტ“, – ბოლოს ხუმრობით დაასრულა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონაროდ ბონუჩიმ „მილანში“ 2017-2018 წლებში ითამაშა და ერთი სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ დაბრუნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …