ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შედეგად, ალეგრი „იუვეს“ „რომასთან“ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და გუნდს მის ნაცვლად ასისტენტი მარკო ლანდუჩი გაუძღვება.
ალეგრის დასჯის მიზეზი „ნაპოლისთან“ შეხვედრის ბოლოს მსაჯის მიმართ გადაჭარბებული პროტესტი გახდა, რის გამოც მაქსს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.