მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ამჯერად, ფეხბურთელებთან ჩხუბს არ აპირებს.

„საბედნიეროდ, მოვიგეთ ძალიან რთული მატჩი. ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება, მნიშვნელოვანი. გაგვიმართლა, რომ მეორე გოლის მომენტში ბურთი ხაზზე გაჩერდა და არ გადავიდა. უნდა მოვუმატოთ, მოედანზე გადაწყვეტილებებში და კარში დარტყმებში. ორი ბურთი დავკარგეთ და ორჯერვე გოლი გავუშვით, თუმცა, რაც მოხდა, ესეც გვჭირდებოდა.

კიეზა? მე პასუხებს არავისგან ველოდები. მას შესანიშნავი თვისებები აქვს, ეროვნული ნაკრებიდან ტრავმირებული დაგვიბრუნდა და შეცვლა იგივე პრობლემის გამო მთხოვა. ამჯერად სხვა მატჩებისგან განსხვავებით შეცვლაზე მოთამაშეები კარგად ჩაერთვნენ. დიბალა კართან უფრო ახლოს? ჩვენზე ახლოს კართან მეტოქის მცველები არიან და თამაში რთულია. ნაკლებად მშვიდ პერიოდში ვართ, რადგან ორი ქულით ყოფნა ადვილი არ იყო. ბიჭებს უნდა მივულოცო, რადგან იოლი არ იყო „სპეციასთან“ თამაში, რომელმაც კარგად ითამაშა.

პირველი მატჩიდან დღემდე ყველაზე მეტად გოლების გაშვების საფრთხე ამ მატჩში დაგვემუქრა, ვიდრე წინა თამაშებში, როგორც „მილანთან“, ისე „ნაპოლისთან“, ჩვენს კართან აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. ამჯერად კი შეიძლებოდა 1:3 ჩამოვრჩენილიყავით. ტექნიკური შეცდომები ნაკლებად უნდა დავუშვათ, ფიზიკური და ხასიათის თვისებებზეც მეტ ყურადღებას ვითხოვთ.

რაბიომ სეზონში 10 გოლი უნდა გაიტანოს, უნდა მიაღწიოს კართან და გაიტანოს! ის საჯარიმოში თამაშში 30-ჯერ უნდა შევიდეს და დარტყმა გააუმჯობესოს. ამჯერად ნაკლებად გაბრაზებული ვარ, რადგან ბიჭებს ყოველდღე ვერ ვეჩხუბები. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ტანჯვაც მოგვიწია. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ, არც სატურნირო ცხრილზე ყურებაა ამჟამად საჭირო. ახლა ვეცდებით პირველი საშინაო გამარჯვება მოვიპოვოთ, კვირას, „სამპდორიასთან“. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და შემდეგ სად ვიქნებით, არ ვიცი. ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ, მაკკენის მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა, ეს ქმნის სხვაობას“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯიოლი: “ჩემი ოცნება “იუვეში” დაბრუნებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფმა ნიკოლო ფაჯიოლიმ, რომელიც „კრემონეზეში“ იჯარით თამაშობს, განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვეში“ …

ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია. კოვერჩანოში ჩატარებულ …