მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდები მცველის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო.

„რთული მატჩი იყო. პირველი ტაიმი კარგად ვითამშეთ, მაგრამ მათ ბოლო წუთებზე ულამაზესი გოლი გაიტანეს და ეს ყოველთვის რთულია. მეორე ნახევრის დასაწყისშივ გაგვიტანეს, თუმცა, ჩვენი ხასიათი მნიშვნელოვანი იყო. ერთადერთი, რაც მთავარი იყო, სამი ქულაა. „იუვენტუსში“ ყველა თამაშის მოგებაა საჭირო, ახლა უნდა დავიწყოთ ახალი სეზონი ამ სამი ქულით. თამაშიდან თამაშამდე ვნახავთ სად ვიქნებით, ამ გამარჯვებით კი კმაყოფილი ვარ. ყველა ერთად ვთამაშობთ, ვინც მოედანზეა და ვინც თადარიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეცვლებზე ვინც შემოვიდნენ, ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემი კრიტიკა? ყოველთვის მჭირდება გაუმჯობესება და ნორმალურია კრიტიკის მიღება, თუმცა ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ განვითარებაზე უნდა ვიმუშაო“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …