ტურინის „იუვენტუსი“ ამხანაგურ მატჩში „ბარსელონასთან“ 0:3 დამარცხდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი დარჩა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და ყველანაირი პერსპექტივა არსებობს, რომ „იუვესთვის“ კარგი სეზონი იქნება.
„ვწუხვარ შედეგის გამო, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, შემდეგ ბევრი ცვლილება იყო და მთელი გუნდით მხოლოდ 6 დღეა ვვარჯიშობთ. გვჭირდება მუშაობა და საუკეთესო კონდიციების პოვნა. ჩვენ ვეთამაშეთ კარგ „ბარსელონას“, რომელიც ახლა ბევრად წინაა, უფრო მეტი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუნდმა აჩვენა. არაერთხელ დავარტყით კარისკენ, გვქონდა ბევრი საგოლე შანსი, პირველ ტაიმში ტექნიკურ შეცდომებს ვუშვებდით, ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა. მთავარია, რომ 22-ში მზად ვიყოთ და უდინეში პირველი 3 ქულა მოვიპოვოთ.
კრიშტიანუ კარგი თამაში ჩაატარა, ის ძალიან კარგად ვარჯიშობს და კარგ კონდიციებშია. ამ კვირაში პაულოც დაბრუნდება, ნელ-ნელა 22-ში კარგ კონდიციებში ვიქნებით. დიბალა კარგადაა, სამშაბათს გუნდს შეუერთდება, შაბათს კი ამხანაგურ მატჩშიც ითამაშებს.
კაიო ჟორჟე? ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც კარგი თვისებები აქვს, მაგრამ ახლა მას პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ, თორემ ახალგაზრდების შეფასებაში შევცვდებით, როგორც ეს ხშირად ხდება. ახალგაზრდები უნდა გაიზარდონ, შეცდომები დაუშვან და მათ მხარი გუნდმა უნდა დაუჭიროს, ყველაზე გამოცდილებმა, რათა მათ კარგი თამაში აჩვენონ.
პიანიჩი? გუნდის ხელმძღვანელობა მუშაობს ტრანსფერებზე, ერთად ვსაუბრობთ, ვაფასებთ სიტუაციას, შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. მთავარია, გუნდი მუშაობს ისე, რომ 22-სთვის მზად იყოს. შეიძლება მოვიდეს ნახევარმცველები მცველები, არ ვიცი, მთავარია, რომ გუნდი 22-ში მზად იყოს. მე შესანიშნავი შემადგენლობა მყავს, დღეს რემზიმ დაცვის წინ კარგი თამაში ჩაატარა. პირველად ვანდე ეს როლი და ძალიან კარგი იყო. მას სჭირდება ბურთის ფლობაში მომატება.
ბერნარდესკის რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ასე რომ ვფიქრობ, არსებობს ყველა პერსპექტივა იმისთვის, რომ შესანიშნავი წელი გვქონდეს.
„ინტერი“ ჩემპიონია და როგორც წესი, მოქმედი ჩემპიონი ყოველთვის ფავორიტია. 21 აგვისტოდან ყველანი 0 ქულით ვიწყებთ და ჩემპიონობისთვის 90 ქულის მოპოვებაა საჭირო“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს, ტურინში ბერგამოს „ატალანტასთან“ გამართავს.