მთავარი / სიახლეები / “იუვე” “ბარსელონასთან” დამარცხდა

“იუვე” “ბარსელონასთან” დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ კატალონიის „ბარსელონასთან“ სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ჟოან გამპერის თასი გათამაშდა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მარცხი განიცადა. ესპანელები უკვე მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც დაცვაში შექმნილი სივრცით მემფის დეპაიმ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში „იუვეს“ შეეძლო გათანაბრება, ისევე, როგორც „ბარსელონას“ მეორე გოლის გატანა, მაგრამ შესვენებამდე არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, 58-ე წუთზე „ბარსამ“ უპირატესობა გაზარდა – თავი მარტინ ბრაითვაითმა გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტურინელებმა მესამე გოლი გაუშვეს, ამჯერად შორი მანძილიდან რიკი პუჩიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3. „იუვემ“ ძალიან სუსტად ითამაშა და სეზონის სტარტამდე აშკარად მომატება მართებს, თორემ გუნდს გაუჭირდება.

„იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 15 აგვისტოს, ტურინში ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, „ბარსელონასთან“ კი ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

შჩესნი (პერინი 62); დე შილიო (დე ვინტერი 80), დე ლიხტი (კიელინი 62), რუგანი (ბონუჩი 62), ალექს სანდრო (პელეგრინი 46); კუადრადო (კიეზა 46), ბენტანკური (დანილო 46), რემზი (მაკკენი 46), ბერნარდესკი (რანოკია 62); მორატა (მარკესი 62), რონალდუ (კულუშევსკი 46)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …