ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მთავარ ფავორიტად დაასახელა მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ. მისი თქმით, „იუვე“ სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობს.
„იუვე“ ყოველთვის ყველა ტურნირზე ფავორიტია. ასე იქნება წელსაც. ისინი მაღალი დონის ტრანსფერებს ახორციელებენ“, – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა. სერია A-ს ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება.