მთავარი / სიახლეები / “ვალენსიამ” არტურის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება გააკეთა

“ვალენსიამ” არტურის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება გააკეთა

ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზი გუნდიდან გაუშვა, ახლა კი არტურის ჯერია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის და ტრანსფერზეა დაყენებული.

როგორც ცნობილია, არტურით „ვალენსიაა“ დაინტერესებული და ამ დროისთვის ერთადერთი შეთავაზება, რომელიც ტურინელებმა მიიღეს, სწორედ ესპანური კლუბია.

ესპანელებს სურთ, რომ არტური იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადაიბირონ, ოღონდ იჯარის პერიოდში ხელფასის ნაწილი „იუვემ“ უნდა გადაიხადოს. ეს შეთავაზება ტურინელებს ნამდვილად არ ხიბლავთ, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ არტური 2020 წელს დაიმატა, როდესაც სანაცვლოდ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩი დაუთმო, თუმცა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბიანკონერიში“ თავი დადებითად ნამდვილად ვერ წარმოაჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …