ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა. „სუპერმარიომ“ განცხადება ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
მანჯუკიჩი „იუვეში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა და 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მან ოთხჯერ მოიგო სკუდეტო, სამჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი. ერთხელ ტურინული კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც ულამაზესი გოლიც გაიტანა.
მარიო მანჯუკიჩს „იუვენტუსის“ გარდა, „მარსონიაში“, „ზაგრებში“, „დინამო ზაგრებში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნში“, „ატლეტიკოში“, „ალ-დუჰაილსა“ და „მილანში“ უთამაშია.