მთავარი / სიახლეები / კიელინი: “მოცემული მომენტით ვტკბები და შორეულ მიზნებს არ ვისახავ”

კიელინი: “მოცემული მომენტით ვტკბები და შორეულ მიზნებს არ ვისახავ”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შვეიცარიასთან ძალზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომლის შედეგზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კომენტარი გააკეთა.

მან იტალიის ნაკრების გარდა, კომენტარი იმაზეც გააკეთა, თუ რატომ გაახანგრძლივა „იუვესთან“ კონტრაქტი 2 წლით.

„შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატზე 3:0? ვფიქრობ, საბოლოო შედეგი მატყუარაა, სანამ ლოკატელი მეორე გოლს გაიტანდა, თამაში თანაბარი იყო და დეტალებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 2:0-ის შემდეგ ყველაფერი გაგვიადვილდა და მესამეც გავიტანეთ, მაგრამ თურქეთთან შედარებით სრულიად განსხვავებული თამაში იყო. შვეიცარია ძლიერი და სახიფათო მეტოქეა, შინ თამაშობს და კიდევ უფრო რთული თამაში იქნება. მოსაგებად მაღალ დონეზე თამაში იქნება საჭირო.

ბოლო 5 მატჩში გოლს რატომ ვუშვებთ? ბოლო წლებში სირთლეები გვქონდა, მაგრამ ნაკლებად იყო ხაზგასმული, რადგან ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგვივა და ბულგარეთთან ფრე დაგვეხმარება და შვეიცარიასთან უკეთ ვითამაშებთ. ჩვენი მეტოქეების დონეც გაიზარდა, რაც ბუნებრივია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.

ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ასევე იქნებოდა ბულგარეთთან რომ მოგვეგო. არ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი თამაში იქნება, რადგან გადამწყვეტი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წავაგებთ და იმედია, ასე არ მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ფრის ან გამარჯვების შემთხვევაში. სექტემბრის მატჩები ყოველთვის რთულია. ბულგარეთთან მატჩის მსგავსი ჩავატარეთ ადრე ბოსნიასთან და იმედი მაქვს, ახლაც იგივე გზას გავივლით.

„იუვენტუსთან“ რატომ გავაფორმე ორწლიანი კონტრაქტი? იმიტომ, რომ ჩემს მომავალზე საუბარო და კამათო ყოველდღე არ იყოს. თუმცა, მე ყოველდღიურობით ვტკბები, ახლა კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და ჩემს თავს ლიმიტს არ ვუწესებ, მაგრამ არც შორეულ მიზნებს ვუსახავ საკუთარ თავს“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …