მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “ევრო 2020-ზე ფიქრი აღარ შეიძლება, მომავალი განსხვავებულია”

მანჩინი: “ევრო 2020-ზე ფიქრი აღარ შეიძლება, მომავალი განსხვავებულია”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა უნდა დაივიწყოს ის, რაც ევრო 2020-ზე გააკეთა და მხოლოდ მომავალზე იფიქროს.

„ფეხბურთელები როგორ არიან? ყველა კარგადაა ვერატის გარდა, რომელმაც მუხლში დარტყმა მიიღო. შევაფასებთ მის მდგომარეობას ხვალ დილით. ბევრი სარბენი იქნება და ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ.

ფეხბურთში არ შეიძლება მოგონებებით ცხოვრება. 11 ივლისის ულამაზესი საღამო იყო, მაგრამ ამაზე ფიქრი აღარ შეიძლება. მომავალი განსხვავებულია და არ შეიძლება წარსულზე ვიფიქროთ.

ლორენცო პელეგრინი? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ასევე შეუძლია ვერატის ადგილის დაკავებაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, მას უფრო შემტევი მოთამაშის თვისებები აქვს.

ბულგარეთთან მატჩი შეიძლებოდა სხვა შედეგით დასრულებულიყო, მაგრამ თუ ასე ვითამაშებთ, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება. უბრალოდ მეკარის ხელისგან 5 სანტიმეტრით დაშორებით უნდა დავარტყათ. ამ ფრით შეშფოთებული არ ვარ, მშვიდად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ 2 ქულა დავკარგეთ. ჩვენ გვაქვს თვისებები და ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ. რთული თამაში იქნება, როგორც ყოველთვის შვეიცარიის წინააღმდეგ. კარისკენ 27-ჯერ თუ დავარტყამთ, შეუძლებელია, რომ არ მოვიგოთ.

ევრო 2020-ზე შვეიცარიასთან ლოკატელი-ბერარდის კომბინაცია, რომელიც გოლით დასრულდა, შემთხვევითობა არ ყოფილა, ვარჯიშზე ვამუშავებდით. თუმცა, მე ყველა გოლი მომწონს, შვეიცარიასთან გატანილიც და ფინალში ინგლისთან. მატჩების მოგება კონტრშეტევებზეც შეიძლება“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს ოთხ მატჩში 10 ქულა აქვს და შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მატჩი ბაზელში, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …