მთავარი / სიახლეები / მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ 2 “იუვენტინოა”

მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ 2 “იუვენტინოა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ მხოლოდ 2 „იუვენტუსიდან“.

ფედერიკო კიეზა და ლეონარდო ბონუჩი არიან ფეხბურთელები, ვისაც მანჩინი ენდო. სამაგიეროდ, მის სიაში ვერ მოხვდნენ კარგ ფორმაში მყოფილი ნიკოლო ფაჯოლი და მანუელ ლოკატელი. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჯოლი და ფაბიო მირეტი 21-წლამდე ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ვლადიმირო ფალკონე (ლეჩე), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (რომა), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა),, მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), სიმონე პაფუნდი (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ტიგრე), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 23 მარტს ინგლისს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …