მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დი მარიას მდგომარეობა უნდა შევაფასო, პოგბაზე სულ ერთი და იმავეს ვსაუბრობთ”

ალეგრი: “დი მარიას მდგომარეობა უნდა შევაფასო, პოგბაზე სულ ერთი და იმავეს ვსაუბრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, ანხელ დი მარია ძირითად შემადგენლობაში თამაშს შეძლებს თუ არა.

„დღეს მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვექნება, შესაბამისად, დი მარიას კონდიციები უნდა შევაფასო, რომელიც კარგად მეჩვენება. ასევე, ბონუჩის და მირეტის. მილიკი და ალექს სანდრო ვერ ითამაშებენ. კიეზა ხელმისაწვდომია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან გოლი გაიტანა. ლოკატელი დაიღალა? ის ძალიან კარგადაა, ფრაიბურგში შევცვალე, რადგან მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, ამიტომ, მინდოდა რამდენიმე წუთით მეტი დაესვენა.

„ინტერი“ ძლიერია და კარგად უნდა ვითამაშოთ. ყოველთვის სასიამოვნოა 70 000 გულშემატკივრის წინაშე თამაში. ძალიან ყოჩაღები უნდა ვიყოთ. მიზნად უნდა დავისახოთ მაქსიმუმის გაკეთება. ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის რთულია უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირება. წელს ასეთი ბევრი თამაში წავაგეთ, მხოლოდ „ლაციო“ და „ინტერი“ დავამარცხეთ შინ. სატურნირო ცხრილში უკან ვართ და რთული იქნება ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდმა მოედანზე 53 ქულა მოიპოვა. 19 აპრილს გავიგებთ, დაგვიბრუნებენ თუ არა, ქულებს, გარდა ამისა, გვინდა იტალიის თასსა და ევროპა ლიგაზე მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ.

ძირითად შემადგენლობაში კიეზა თუ დი მარია? შესაძლოა, ორივე იყოს, არ ვიცი. დღეს ვარჯიშს დავაკვირდები, რადგან კინი დისკვალიფიცირებულია, მილიკი ტრავმირებული, ამიტომ, ბევრი შემცვლელი არ გვეყოლება. გვყავს სულე და ვლაჰოვიჩი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ, კარგი თამაში დაგვჭირდება. გატი? ის კარგი ბიჭია, მაგრამ გაზრდა შეუძლია და გამოცდილება უნდა მიიღოს. „ფრაიბურგთან“ კარგი მატჩის შემდეგ შეიძლება ხვალაც ითამაშოს.

ხუთშაბათს მეორე ტაიმი არ მომეწონა, უკეთ უნდა ვითამაშოთ. ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც შინ ბოლო 17 მატჩიდან 15 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით დიდი ენთუზიაზმი მიიღო. ბურთის კონტროლი უნდა გავაუმჯობესოთ, ზოგადად, ვიტყოდი, რომ გუნდი იზრდება. სანაკრებო პაუზის შემდეგ მილიკი და ალექს სანდრო დაბრუნდებიან, პოგბა ვნახთ. კიეზა უკეთეს კონდიციაში იქნება, ბონუჩიც სრულად გამოჯანმრთელდება. ეს ფეხბურთელები აპრილში განსაკუთრებით საჭირო იქნებიან, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში მოგვიწევს. პოგბა? 8 თვეა ერთი იგივეზე ვსაუბრობთ. არ მგონია, სანაკრებო პაუზის მერე დაბრუნდეს, ამას დრო სჭირდება. როცა კარგად იქნება, ხელმისაწვდომი იქნება, როგორც „ტორინოსთან“ იყო.

ფეხბურთში მართალია ის, ვინც იმარჯვებს. სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს ანალიზი, ამას ახლა აზრი არ აქვს, სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგადაა, 20 დღეში შეიძლება პირიქით იყოს. სეზონის დასრულებამდე შეფასებების გაკეთება უადგილოა. „იუვენტუსის“ მიზანია ყველა ტურნირზე თამაში, ორი ტურნირის ფინალში გასვლა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. ამ მომენტისთვის მეორე ადგილი უნდა დავიცვათ, რადგან ჩვენ ქულები მოედანზე მოვიპოვეთ, რაც მოედანს მიღმა ხდება, ეს ჩვენ არ უნდა შევაფასოთ. ამ მომენტში 53 ქულა გვაქვს.

„სპორტინგი“ კარგი გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, მაქსიმალურად მოვემზადებით. მოურინიოს სიტყვები? მას ალბათ უფრო უეფაზე შეტევა სურდა, ევროპა ლიგის ფორმატი მათი შედგენილია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 19 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …