მთავარი / სიახლეები / პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, რთულ მატჩებს ელოდება. გარდა ამისა, პესოტომ ისაუბრა ანხელ დი მარიასა და პოლ პოგბაზე.

„სპორტინგი“? ეს იქნება კარგი მატჩები ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მან გუშინ „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ აჩვენა, რომ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. „სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა, ჩვენსავით სურთ ტურნირის მოგება.

ქულები დაბრუნება? კარგი ქნეს, რომ გადაწყვეტილების მიღების დღედ მატჩის დღე არ დაამთხვიეს. დადებითი ან უარყოფითი შედეგების შემთხვევაში ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რეაგირებისთვის. ერთი მხრივ, უპირატესობაცაა სეზონის დასრულებამდე თვენახევრით ადრე ამ სასჯელით მისვლა.

პოგბა, კიეზა, მილიკი და დი მარია „სპორტინგთან“ მატჩებისთვის 100%-ით მზად იქნებიან? რწმენა გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ იტალიის თასზე „ინტერთან“ მატჩს სრული შემადგენლობით შევხვდებით, რათა მაქსიმუმი გავაკეთო. იმედი გვაქვს, რომ სეზონის ფინალურ ნაწილში ყველა მზად იქნება, რომ გუნდში დიდი წვლილი შეიტანონ.

„სპორტინგი“ ახალგაზრდული და ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში „ბენფიკას“ ჩამორჩებიან. „იუვენტუსი“ ვართ და მოვალეობა გვაქვს ბოლომდე ვიბრძოლოთ, სხვებიც ჩვენით შეშინებული არიან.

დი მარია? დიდი ფეხბურთელები გუნდს მხოლოდ მოედანზე ტექნიკურად არ ეხმარებიან, მათი ხარისხი, გამოცდილება და ქარიზმა სასარგებლოა ყველა გუნდში, ისინი ეხმარებიან სხვა ფეხბურთელებსაც. დი მარია და პოგბა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან „იუვენტუსისთვის“. ისინი სხვებსაც ეხმარებიან, რომ 110%-ით დაიხარჯონ“, – თქვა პესოტომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპორტინგის“ მატჩი 13-20 აპრილს გაიმართება. პირველი შეხვედრა ტურინში შედგება, საპასუხო – ლისაბონში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …