მთავარი / სიახლეები / მაკკენის “ლიდსში” ტრანსფერის დეტალები ცნობილია

მაკკენის “ლიდსში” ტრანსფერის დეტალები ცნობილია

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადავა. მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამერიკელი „მონცასთან“ არ ითამაშებს.

როგორც ცნობილი გახდა, მაკკენი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება ხვალისთვისაა ჩანიშნული.

მაკკენი „ლიდს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება იორკშირელებს 35 მილიონ ევროდ ზაფხულში შეეძლებათ. ეს უფლება კი შეიძლება სავალდებულოც გახდეს, რაც რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

ვესტონ მაკკენი „იუვენტუსმა“ 2020 წელს „შალკედან“ დაიმატა და მას შემდეგ 96 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ტურინულ გრანდში თითოჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …