მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკი: “იუვე” ამ რთული მდგომარეობით უფრო გაძლიერდება”

ბერნარდესკი: “იუვე” ამ რთული მდგომარეობით უფრო გაძლიერდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მდგომარეობაზე კომენტარი ფედერიკო ბერნარდესკიმ გააკეთა, რომელიც ამჟამად კანადურ „ტორონტოში“ თამაშობს. როგორც მან თქვა, „იუვე“ ამ რთული მდგომარეობით უფრო გაძლიერდება.

„მე იმ ბიჭების თვალსაზრისით ვლაპარაკობ, რომლებთანაც რამდენიმე თვის წინ ვიყავი და ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს ყველაფერი გასახდელზე გავლენას ახდენს. ძალიან ვწუხვარ მათ გამო. თუმცა, „იუვე“ ძლიერი კლუბია, ნამდვილი კაცებით სავსე. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო ძლიერები გახდებიან, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, დიდ საქმეებს გააკეთებენ და ამას ყველას გულით ვუსურვებ, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში თამაშობს და 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 20-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …