ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ზენიტთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ძალიან კარგად ითამაშეს და სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.
„ასეთ მატჩებში ძლიერ ფეხბურთელებზე მეტად საჭირო ძლიერი მამაკაცებია და დღეს მამაკაცების ეს რეაქცია ვაჩვენეთ. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, ეს მხოლოდ კარგია და ასე უნდა გავაგრძელოთ. ნამდვილად კარგად ვითამაშეთ და ამ ხაზით უნდა გავაგრძელოთ. უნდა მივყვეთ იმას, რასაც მწვრთნელი გვეუბნება და გავაგრძელოთ ყველაფრის გაცემა, როგორც ამ მატჩში გავაკეთეთ. სერია A-ში გვიჭირს და ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავიღოთ, ჩვენ პირველი ვართ, ვინც ეს ვიცით. მიუღებელია ის პოზიციაზე, რომელზეც ვიმყოფებით სატურნირო ცხრილში და ეს პირველ რიგში ჩვენ ვიცით. ყველაფერს ვიღებთ ამ მაისურითვის და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ამას იმსახურებენ. ყველამ თავი უნდა გასწიროს და ამას ვაკეთებთ. როცა ძლიერ ფეხბურთელებთან თამაშობ, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.