მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “პატარა გუნდებთან ბევრ ქულას ვკარგავთ და ეს აღარ უნდა განმეორდეს”

ბერნარდესკი: “პატარა გუნდებთან ბევრ ქულას ვკარგავთ და ეს აღარ უნდა განმეორდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ზენიტთან“ (4:2) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მუშაობა უნდა გააგრძელონ და პატარა გუნდებთან ქულები აღარ უნდა დაკარგონ.

„მერვედფინალში ორი ტურით ადრე გასვლა სასიამოვნოა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ გუნდის და კაცების ნახვა, რაც მოედანზე ვიყავით. ინტენსივობის თვალსაზრისით მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ. ვიცით, რომ სერია A-ში სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია მიუღებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით. როგორც მწვრთნელი ამბობს, ჩუმად უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ. რამდენიმე თვეში თავი ავწიოთ და ვნახოთ, სად ვიქნებით. დღეს მომდევნო ეტაპზე გასვლით ვტკბებით, რაც ჩვენი მიზანი იყო.

პატარა გუნდებთან თამაში პრობლემაა? ცხადია, შედეგები ამას ამბობს. სწორედ ასეთი გუნდებისგან გავუშვით უმეტესი გოლები. „იუვენტუსის“ ისტორია სწორედ მსგავსი მატჩების მოგებით შეიქმნა, რადგან სეზონის განმავლობაში პატარა გუნდებთან ქულების დაგროვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“, „ჩელსის“ წინააღმდეგ ისე უნდა ითამაშო, როგორც პატარა გუნდებთან, რომლებიც შეიძლება პატარა გუნდები არიან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

გოლი მაკლია? დიახ, მომწონს გოლის გატანა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, იმის ჩვენება, რომ გუნდი ერთიანია. გოლებიც მოვა, უფრო მნიშვნელოვანია გოლების გატანა. ამჯერად ჩვენმა სამივე თავდამსხმელმა გაიტანა, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს ჩვეულებრიობა უნდა იყოს.

რატომ არის განსხვავებაა დიდ და პატარა მატჩებში? დიდი გუნდების წინააღმდეგ ყველაფერი უფრო ადვილია, მოტივაცია დიდია, მაგრამ ასე უნდა იყოს პატარა გუნდებთან. მათ წინააღმდეგ ქულები არ უნდა დავკარგოთ, ეს აღარ უნდა განმეორდეს.

კონტრაქტის განახლებას თუ ველოდები? ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია კარგად ვითამაშო და შემდეგ ამაზე სასაუბროდ დრო იქნება. ახლა უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამეზე ფოკუსირება, შემდეგ კონტრაქტის საკითხის განხილვის დრო თავისთავად მოვა.

სეზონი კარგად დავიწყე და რა შეიცვალა? ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთი წრე დავხურე მძიმე მომენტების შემდეგ, მაგრამ ვამაყობ იმ რთული მომენტებით. ჭკვიანმა ბიჭმა უნდა იცოდეს, როგორც გამოიყენოს რთული პერიოდი, რომ წამოდგეს და უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე ადრე იყო. ვიტანჯებოდი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. კარგად ვმუშაობ, ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მახარებს, გუნდისა და თანაგუნდელების დახმარებაა, მწვრთნელის განკარგულებაში ყოფნაა. ფეხბურთელისთვის ეს ფუნდამენტურია, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ, ეს ყოველდღიური გაკვეთილი უნდა იყოს და „იუვენტუსში“ გადმოვიღოთ“, – თქვა ბერნარდესკიმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …