ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს, მაგრამ ბოლოს კარგი რეაქცია გამოავლინეს.
„სამწუხაროა ეს წაგება, ბოლო წუთები ისე ვითამაშეთ, როგორც დიდ გუნდს ეკადრება, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვცდილობდით კარგი შედეგის მიღწევას. არასწორი დამოკიდებულებით ვითამაშეთ, ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლოს კარგი რეაქცია გვქონდა“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.