მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “მილანთან” თამაში ემოციური იქნება, მაგრამ “იუვეზე” ბავშვობიდან ვოცნებობდი”

ლოკატელი: “მილანთან” თამაში ემოციური იქნება, მაგრამ “იუვეზე” ბავშვობიდან ვოცნებობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდთან „მილანთან“ შეხვედრასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს მისთვის ემოციური მატჩი იქნება.

„მშვიდად ვართ, მწვრთნელი გუნდს სიმშვიდეს გადასცემს და არიან თანაგუნდელები, რომლებმაც იციან, როგორც გაუმკლავდნენ ზეწოლას. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, მყავს ძალიან ძლიერი თანაგუნდელები და მათთან თამაში უფრო ადვილია. უნდა გავაგრძელო ვარჯიში და მწვრთნელი კარგად გვათამაშებს.

„მილანთან“ მატჩი? ეს იქნება განსაკუთრებული ემოცია, ახლა მე „იუვეში“ ვარ, რომელიც არის გუნდი, რომელშიც თამაში ბავშვობიდან მინდოდა. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ ვართ „იუვე“ და სახლში ვთამაშობთ. მიზანია ჩამორჩენა შევამციროთ და გავიმარჯვოთ. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …