მთავარი / სიახლეები / “მალმიო” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“მალმიო” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მალმიო“ სტუმრად ალექს სანდროს, პაულო დიბალასა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს შეფასებებს.

შჩესნი 6 – მას საქმე თითქმის არ ჰქონია და თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო, მაგრამ ასე უკეთესია.

დანილო 6.5 – გუნდს უსაფრთხოება მიანიჭა, საშუალებას აძლევდა შეცვლილიყო ტაქტიკა თავდაცვით და შემტევ ფაზებში.

ბონუჩი 7 – როდესაც საჭირო იყო შეტევის წამოწყება, მას ბადალი არ ჰყოლია.

დე ლიხტი 6 – მყარი თამაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავდაჯერების დასაბრუნებლად, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის თავიდან აცილება შეეძლო.

რუგანი შ.გ – მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა, სეზონში პირველი მატჩი.

ალექს სანდრო 7 – ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და მეორეს გატანაც შეეძლო.

კუადრადო 6.5 – ბენტანკურმა საგოლე პასი წაართვა, ის მარჯვენა ფლანგზე დამატებითი ღირებულებაა.

კულუშევსკი შ.გ – მან რამდენიმე წუთი ითამაშა, კინს ძალიან ეფექტური პასი გაუკეთა.

ბენტანკური 6.5 – კარგი თამაში, ინარჩუნებს მაღალ რიტმს და პრესინგს ის ხელმძღვანელობდა. ეს ბენტანკური ალეგრის სჭირდება.

მაკკენი 6 – რაღაც განსხვავებული სჭირდება მენტი ნდობის დასამსახურებლად.

ლოკატელი 6 – ვერტიკალური პასების ცოტა დაბნეული იყო, მაგრამ დაცვას კარგად დაეხმარა და ფიზიკური ძალა შემატა.

რაბიო 6 – ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ თითქმის შეცდომა არ დაუშვია.

დიბალა 6.5 – დასაწყისში საოცარი მომენტი გაანიავა, ალეგრი გუნდს მის გარშემო აშენებს და მან პენალტით გაიტანა (ცოტა გაუმართლა).

რემზი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

მორატა 7 – „ნაპოლისთან“ კარგი მატჩის შემდეგ სტაბილურობა გააგრძელა, ქმნიდა სივრცეებს ყველასთვის და სიღრმიდან უტევდა. გოლი დაიმსახურა. ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეში“ ის ყოველთვის კარგად თამაშობს და ყოველ ორ მაყტჩში ერთ გოლს იტანს, რაც მნიშვნელოვანი სტატისტიკაა.

კინი 6 – თამაშში მონდომებით ჩაერთო, „ნაპოლის“ მალე დავიწყება სურდა. გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გაუქმდა.

ალეგრი 7 – ამჯერად არაფერი შეშლია, დაიბრუნა სამხრეთამერიკელები და „იუვეს“ სხვა თანმიმდევრულობა აქვს. ბურთის არფლობის დროს გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობდა, ბურთის ფლობისას 3-5-2-ით. ამ გზით გუნდმა ბალანსი შეიძინა. „მალმიოს“ დამარცხება პატარა საქმეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ერთ ტაიმში მოგება ყოველთვის კარგის ნიშანია. „იუვეს“ კარგი სიგნალი სჭირდებოდა, ძლიერი და ნათელი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …