ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ სოციალურ ქსელში ჯორჯო კიელინის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის ჯორჯო სამაგალითო ფეხბურთელი და ადამიანია.
„ჯორჯონე, ჩემო მეგობარო. მადლობა, ნამდვილად დიდი მადლობა. ვიცი და წინა დღესაც გითხარი, რომ „უემბლიზე“ ერთად რაღაც წარმოუდგენელი გამოვიარეთ. შენ იყავი ჩემი ძალა, როცა პენალტი გავაცუდე და პირველი, ვინც ჩამეხუტა გამარჯვების შემდეგ. ეს ემოციები ყოველთვის ჩვენში დარჩება.
მერე „იუვენტუსში“ მოვედი და შენ იყავი ისევ პირველი, ვინც ჩამეხუტა. ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი, მაგრამ ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წელს ვცდილობდი შენი თითოეული ჟესტისთვის მეყურებინა. შენ ჩემთვის მაგალითი ხარ და დიდი პატივი იყო შენთან ერთად თამაში. მიყვარხარ კაპიტანო, ლეგენდა ხარ, დიდი მადლობა“, – დაწერა ლოკატელიმ.
View this post on Instagram