მთავარი / სიახლეები / ბარძალი: “ყოველთვის ვიამაყებ, რომ კიელინისთან ერთად ვითამაშე”

ბარძალი: “ყოველთვის ვიამაყებ, რომ კიელინისთან ერთად ვითამაშე”

ჯორჯო კიელინის ყოფილი თანაგუნდელი ანდრეა ბარძალი დაემშვიდობა. ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ემოციური წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ტაშის, დამშვიდობებისა და ცრემლების დღეა. შენ იმსახურებ ამ ყველაფერს ჯორჯო, დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ხარ. ნამდვილი ლიდერი იყავი, გლადიატორი და განსაკუთრებული თანაგუნდელი. უკვე ხარ „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ისტორია და ლეგენდა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერის მრავალი წელი ერთად გავატარეთ და ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ ჯორჯო კიელინისთან ერთად ვითამაშე. დღეს სტადიონზე ვიქნები, რათა პატივი მიგაგო. ჩვენ ბევრნი ვიქნებით, რომ ტაში ძლიერად, ძალიან ძლიერად დაგიკრათ. შესაძლოა უფრო ძლიერად, ვიდრე შენი კინკ-კონგის აღნიშვნაა“, – დაწერა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი „იუვენტუსში“ თანაგუნდელები 2011-2019 წლებში იყვნენ, გარდა ამისა, იტალიის ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Andrea Barzagli (@andreabarzagli15)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …