ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალისთვის ემზადება და მასიმილიანო ალეგრის გუნდის ლაზარეთიდან კარგი ამბებია.
იტალიური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელდა მანუელ ლოკატელი, რომელიც ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა და ფინალში განაცხადში იქნება. სხვათა შორის, მანუელმა ბოლოს ერთი თვის წინ სწორედ „ინტერთან“ ითამაშა.
ფინალში ითამაშებენ დანილო და მატაის დე ლიხტი, რომლებმაც ბოლო მატჩი „ჯენოასთან“ გამოტოვეს. ასევე ხელმისაწვდომია ლუკა პელეგრინიც, რომელიც განაცხადში იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ 11 მაისს, რომში, დაუპირისპირდებიან.