მთავარი / სიახლეები / პრანდელი: “ვლაჰოვიჩი მშვიდად უნდა იყოს, უამრავ გოლს გაიტანს”

პრანდელი: “ვლაჰოვიჩი მშვიდად უნდა იყოს, უამრავ გოლს გაიტანს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Tuttosport-თან დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბოლო 4 მატჩია გოლი არ გაუტანია და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

სერბისგან აშკარად უფრო მეტს მოელოდნენ და ამიტომაც არის, რომ მასზე ყველა საუბრობს, ბევრი კი აკრიტიკებს. პრანდელი ის მწვრთნელია, რომელმაც ვლაჰოვიჩს „ფიორენტინაში“ შანსი მისცა და შეიძლება ითქვას, დიდ ფეხბურთში გზა გაუკვლია. სწორედ ამიტომ, იტალიელი მწვრთნელი მას ძალიან კარგად იცნობს და აზრის დაფიქსირებაც ამიტომ სთხოვეს.

„იუვენტუსში“ გადასვლისთანავე მან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო, რადგან მისგან ბევრს ელოდნენ. პარადოქსულია, რომ თავიდან კარგად დაიწყო, ბევრი გოლი გაიტანა და თავი ისეთ სიტუაციაში ჩაიგდო, რომ ხალხი ფიქრობდა, მას ყველა პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იყო. სხვა საკითხებთან ერთად, ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ გარკვეული ტიპის გამოცდილება აკლია, რაღა მომწიფებული ფეხბურთელი იყოს. დიახ, ზოგიერთ მატჩში გოლი არ გაუტანია, მაგრამ „ჯენოასთან“ მატჩს გავიხსენებთ, ყველა დამეთანხმება, რომ მან ყველაფერი გააკეთა, ისე, როგორც წინა მატჩებში. დუშანი გუნდისთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილია, ის იბრძვის და თამაშობს. ამასთან, არ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთაც ყველა თამაშში გოლის გატანა შეუძლიათ. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.

ერთადერთი რჩევა, რომლის მიცემის უფლებას ვიტოვებ, არის ის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, რადგან ნამდვილი ჩემპიონი და უამრავ გოლს გაიტანს. მოედანზე მშვიდად უნდა იყოს, მხოლოდ გუნდის დახმარებაზე უნდა იფიქროს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ამ გზით დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისევ გაიტანს.

ალეგრი? მაქსს არ სჭირდება რჩევა, მან მშვენივრად იცის რა არის ვლაჰოვიჩის თვისებები და როგორ უნდა გამოიყენოს ის მაქსიმალურად კარგად“, – თქვა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსს“ იანვარში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …