მთავარი / სიახლეები / ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზი აფერხებს, რომელსაც “იუვეს” დატოვება არ სურს

ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზი აფერხებს, რომელსაც “იუვეს” დატოვება არ სურს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობს. კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბუნდოვანია და ამის გარეშე ტურინული გრანდი ვერ ახერხებს დაგეგმოს სატრანსფერო კამპანია.

აქამდე ერთადერთი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობა იყო გადაწყვეტილი და მოლაპარაკებები დაწყებულია კიდეც, მაგრამ ბოლო ცნობები ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად ნეგატიურია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი ტვიტერში წერს, რომ ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზი აფერხებს. უელსელს „იუვეს“ დატოვება არ სურს და თუ ის კლუბს ვერ დატოვებს, ტურინულ კლუბს ფინანსური კრიზისი დროს ლოკატელის გუნდში მოყვანა გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის იტალიელს „არსენალი“ და „დორტმუნდი“ სერიოზულად იწვევენ და არაა გამორიცხული ეს კლუბები მისთვის ბრძოლაში სულ მალე დაწინაურდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …