მანუელ ლოკატელის ძმამ მატია ლოკატელიმ „იუვენტუსში“ წარდგენის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 2003 წელსაა გადაღებული.
ლოკატელის აცვია „იუვეს“ მაისური, რომელსაც 27 აწერია, რადგან 2003 წელს „იუვენტუსმა“ ისტორიაში 27-ე სკუდეტო მოიგო. მატიამ 5 წლის მანუელის ორი ფოტო ატვირთა: ერთი დღევანდელი, როდესაც მას 27-ნომრიანი მაისური გადასცეს და მეორე 18 წლის წინ გადაღებული, რომელიც „იუვეს“ 27-ე სკუდეტოს ასახავს.
„წარმატებები ძმაო, როგორც იქნა“, – დაწერა მატეომ, რომელსაც კომენტარი მანუელმა დაუწერა: „ჩვენი ოცნება, ოთახიდან ალიანც სთედიუმამდე ერთად“.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი თავისი ოჯახით „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და თქვა, რომ მან ოცნება აისრულა.
View this post on Instagram