ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. იტალიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნდეს.
ლოკატელიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ “ინტერთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ გუნდს დაუბრუნდეს და შესაძლოა ეს ისევ “ინტერთან” მოხდეს, 11 მაისს, იტალიის თასის ფინალში.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლომდე “იუვენტუსი” ოთხ თამაშს ჩაატარებს, სამს სერია A-ში და ერთს იტალიის თასის ფინალში.