მთავარი / სიახლეები / კიეზას გამოსყიდვა “იუვესთვის” სავალდებულო გახდა

კიეზას გამოსყიდვა “იუვესთვის” სავალდებულო გახდა

ფედერიკო კიეზა ოფიციალურად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება და ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მოგეხსენებათ, კიეზა „იუვეს“ 2020 წელს „ფიორენტინადან“ ორწლიანი იჯარით შეუერთდა. მაშინვე ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტები, რომელთა საფუძველზე კიეზას გამოსყიდვა სავალდებულო ავტომატურად ხდებოდა:

თუ კიეზა მეორე სეზონში 10-ნიშნა რიცხვს მიაღწევდა გოლებით და საგოლე პასებით.

თუ ფედერიკო კონკრეტული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებდა.

თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა.

ამ პირობებიდან საკმარისი იყო ერთ-ერთი პუნქტის შესრულება. ფედერიკოს მძიმე ტრავმის გამო პირველი პუნქტის შესრულება ვერ მოხერხდა, მაგრამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ყველაფერი გადაწყდა.

„იუვენტუსს“ კიეზას ტრანსფერზე 40 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. იტალიელმა ნახევარმცველმა „იუვენტუსში“ დღემდე 61 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …