მთავარი / სიახლეები / “ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა.

იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა საქმე „იუვენტუსსა“ და „ლიდსს“ შორის შეთანხმებაზეა.

ინგლისელები ამერიკელ ფეხბურთელში 28 მილიონს და ბონუსებს იხდიან, ხოლო ტურინელები 35 მილიონ ევროს ითხოვენ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ საბოლოო შეთანხმებას კლუბები მიაღწევენ.

ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 96 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის გელზენკირხენის „შალკეში“ ირჯებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …