მთავარი / სიახლეები / პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან.

ორივე ფეხბურთელმა დღეს Next Gen-ის (ახალგაზრდული გუნდი) გუნდთან ითამაშეს, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობა შემოწმებულიყო.

ორივემ კარგად ჩააბარა ტესტი – სერბმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა კი ორი.  დღევანდელ სპარინგში ხუან კუადრადომ და მატია დე შილიომაც ითამაშეს.

პოლ პოგბას მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, ვლაჰოვიჩს კი „იუვეს“ მაისური 25 ოქტომბრის შემდეგ არ მოურგია. ორივე ფეხბურთელი „მონცასთან“ მატჩისთვის განაცხადში იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …