ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში რომში, „ლაციო“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – ყოველთვის, როცა ის საჭირო იყო, კარგად ითამაშა.
დანილო შ.გ – მატჩის დასაწყისშივე დაშავდა.
კულუშევსკი 5.5 – რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა მისი არაზუსტი მოქმედების გამო ჩაიშალა. მეორე ტაიმში უკეთესი იყო და მეორე პენალტის შეტევაც მისი პასით დაიწყო.
ბონუჩი 7.5 – ყველა ასე ფიქრობდა დ ამის უარყოფას აზრი არ აქვს: „რატომ არ დაარტყა პენალტი შვეიცარიასთან?“ ცივსისხლიანი პენალტის ნიშნულიდან და ის გახდა სერია A-ში ბოლო 10 სეზონის ყველაზე შედეგიანი მცველი.
დე ლიხტი 7 – ის ძალიან კარგი იყო და ორთაბრძოლა პრაქტიკულად არ წაუგია.
პელეგრინი 6.5 – ლაძარისთან ნერვული დუელი ჰქონდა და მან მოიგო.
კუადრადო 6 – არ ბრწყინავდა, მაგრამ დაცვით ფაზაში თავისი საქმე გააკეთა. ბოლოს ერთი არაზუსტი პასი გააკეთა და ალეგრი გააბრაზა.
მაკკენი 6 – ბევრი შავი სამუშაო შეასრულა.
ლოკატელი 6.5 – დაცვის წინ ითამაშა, ძალიან ჭკვიანურად.
ბენტანკური შ.გ – მან ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.
რაბიო 6.5 – რამდენიმე არაზუსტი პასი ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი თამაში ჩაატარა.
კიეზა 7.5 – კონტრშეტევებზე ნამდვილი ჩემპიონია. რამდენჯერმე კარგი პასი გაუკეთა თანაგუნდელებს 1:0-ზე და „იუვეს“ შეეძლო თამაშის მანამდე დახურვა თანაგუნდელებს უკეთ რომ ესარგებლათ.
მორატა 6 – პენალტი გამოიმუშავა, აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა და კიდევ ჰქონდა შეცდომები. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მატჩში მნიშვნელოვანი იყო.
კინი 6 – კონტრშეტევებზე შეუძლია დამანგრეველი ფეხბურთელები იყოს, რამდენჯერმე შექმნა რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ბოლო მომენტებში შეცდომები ჰქონდა.
ალეგრი 7 – „იუვემ“ ორი პენალტით მოიგო სარის „ლაციოსთან“. მოიგო დამსახურებულად, მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დანაკლისისა.