მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩის დუბლით გამარჯვება “ლაციოსთან”

ბონუჩის დუბლით გამარჯვება “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის მერე სეზონი კარგად განაახლა და რომში, კონკურენტ „ლაციოს“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 მოუგო.

„იუვემ“ დამსახურებულად მოიგო, რადგან საგოლე მომენტები მხოლოდ მან შექმნა, აი „ლაციოს“ კი შეტევაში პრაქტიკულად არაფერი ჰქონია. ბონუჩიმ კი გოლები პენალტებით გაიტანა.

23-ე წუთზე ალვარო მორატამ მოიპოვა პენალტი და ბონუჩის შეცდომა არ დაუშვია, ხოლო 83-ე წუთზე უკვე ფედერიკო კიეზას გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი დაარტყა ზუსტად. 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა მაურიციო დომიციმ „ნაპოლის“ მაისურით „იუვენტუსთან“ ორჯერ გაიტანა პენალტი, ბონუჩი პირველი მცველია სერია A-ში, ვინც პენალტებით დუბლი შეასრულა.

„იუვეს“ სხვა მომემტებიც ჰქონდა. ყველაზე ახლოს გოლთან დეიან კულუშევსკი და მოიზე კინი იყვნენ, მაგრამ რეინამ „ლაციო“ გადაარჩინა. საბოლოოდ, 2:0 და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.

„იუვენტუსმა“ 21 ქულა დააგროვა და სწორედ „ლაციოს“ გაუტოლდა, მომდევნო ტურში კი შინ კიდევ ერთ კონკურენტ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. თუმცა, მანამდე შუა კვირაში ლონდონში, „ჩელსის“ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილისთვის შეერკინება და ფრეც ხელს აძლევს მიზნის მისაღწევად.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 55 000

„ლაციო“ (4-3-3): რეინა; ლაძარი, ფელიპე, აჩერბი, ჰისაი; მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი (ბაშიჩი 84), ლუის ალებერტო; ფელიპე ანდერსონი (მორო 75), პედრო, ძაკანი (მურიჩი 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დანილო (კულუშევსკი 15), ბონუჩი, დე ლიხტი; კუადრადო, მაკკენი, ლოკატელი (ბენტანკური 89), რაბიო, პელეგრინი; კიეზა, მორატა (კინი 74)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბონუჩი (23, პენ), 0:2 ბონუჩი (83, პენ)

გაფრთხილება: ჰისაი (43), რეინა (81), ლუის ალბერტო (82) – კუადრადო (28)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 11 (5) ბურთის ფლობა: 58%-43% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …