ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
28 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა.
იტალიური მედიის ცნობით, „ლაციოსთან“ მისი თამაში საეჭვოა და დიდი შანსია, რომ მოედანზე ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ დიბალამ დაზიანება არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებთა დაპირისპირებაში მიიღო.