მთავარი / სიახლეები / მანჩინიმ დაასახელა ნაკრები, რომელთანაც პლეი-ოფში თამაში არ სურს

მანჩინიმ დაასახელა ნაკრები, რომელთანაც პლეი-ოფში თამაში არ სურს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში არ სურს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის თავკაცი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მის გუნდს დამდეგი წლის მარტში მუნდიალზე გასვლა შეუძლია.

„ჩვენ გვეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე კვალიფიცირებული ვიყავით, მაგრამ უნდა შევეგუოთ მოედანზე დაფიქსირებულ შედეგს, თუნდაც ის უარყოფითი იყოს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან პოზიტიური მატჩი არ გვქონია. მიუხედავად ამისა, თავდაჯერებული ვარ. ჩვენი მთავარი პრობლემა ტრავმები იყო, მაგრამ ეს არის მიზეზი, რომელიც სხვა გუნდებშიც არსებობს.

თავიდან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების პირობა დავდე. შესაბამისად, ახლა შუა გზაში ვარ. როცა წილისყრის შედეგად მეტოქედ შვეიცარია გვერგო, ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ პირველ ადგილს დავიკავებდით. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მარტისთვის მოვემზადოთ. ოპტიმისტად ვრჩები, რადგან კარგი გუნდი მყავს, რომელიც ძლიერი გუნდების კონკურენციაში ევროპის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მე ნამდვილად მჯერა ამ ბიჭების. საბაბის ძებნა? საჭირო არ არის. ვიცით, რომ ცხოვრება შვეიცარიასთან მატჩებით გავირთულეთ. პენალტები შეიძლება ვერ გაიტანო და ასეც მოხდა. ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს პენალტების სერიით გვაქვს მოგებული.

ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს საკუთარი თავის სჯეროდათ და იცოდნენ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. პლეი-ოფი? თუ მარტში ტრავმების გარეშე ვიქნებით, ნებისმიერთან თამაში შეგვიძლია. მაქსიმუმ პორტუგალიას ავირიდებდი, მაგრამ სხვა გუნდებიდან ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თუმცა ეს იყო მარტში, ევრო 2020-მდე, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ შედეგები მნიშვნელოვნად გაუარესდა – 5 თამაში, 1 მოგება და 4 ფრე. საბოლოოდ, იტალია შვეიცარიას 2 ქულით ჩამორჩა და მარტში ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. აპენინელებმა 2018 წლის მუნდიალი სწორედ პლეი-ოფში მარცხის გამო გამოტოვეს, ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა კი არასდროს დარჩენილან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …