ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ „ზენიტთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედმა ფეხბურთელმა 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი იყო.
„ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით და ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლით. მოედანზე განსხვავების შესაქმნელად შევედი. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვეცადე ჩემი რიტმი მეპოვა და გუნდისს დავხმარებოდი. მნიშვნელოვანი სამი ქულაა ტურნირზე ჩვენი გზის გასაგრძელებლად“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში 9 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. მომდევნო მატჩს ტურინული გრანდი 24 ოქტომბერს, სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართავს.