ხუან კუადრადოს „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ხმები ბოლო დროს დაირხა, რომლის მიხედვით, მან ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა და კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტუაცია დაეძაბა.
თუმცა, კუადრადო ამ ჭორებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.
„იუვენტუსში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არანაირ წინადადებაზე უარი არ მითქვამს, რადგან მოლაპარაკებაც არასდროს ყოფილა და არაფერი შემოუთავაზებიათ. დიდ პატივს ვცემ ჩემს კლუბს და ჩემს თანაგუნდელებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ გადავიდა.