ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „კრემონეზე“ არკადიუშ მილიკის გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – ძელებისა და თავისი ხელთათმანების დამსახურებით კარი მშრალად შეინახა და მშრალი სერია გაზარდა.
გატი 6 – მოუხეშავი, მაგრამ სულ უფრო ჯდება გუნდის კონტექსტში.
ბრემერი 6 – მოსალოდნელზე უფრო რთული საღამო.
დანილო 6.5 – დასწრებაზე ხშირად თამაშობდა და პოზიციას კარგად არჩევდა.
სულე 6.5 – დაცვაში თამაშის კუთხით ძალიან გაუჭირდა, მაგრამ როდესაც მეტოქის მოტყუებას ცდილობდა, ყოველთვის იცოდა ეს როგორ გაეკთებინა. მისმა მარცხენა ფეხმა კრემონელებს თავის ტკივილი შეუწმნა და კარნეზეკიმ გუნდი ორჯერ გადაარჩინა.
კიეზა 6.5 – მისთვის ეს წარსულში დაბრუნება იყო, რადგან სერია A-ში დებიუტი სწორედ 3-5-2 სქემაში მარჯვენა ფლანგზე ჰქონდა, სწორედ „იუვეს“ წინააღმდეგ. მან ეს ფუნქცია მთელი გულით შეასრულა, როგორც ჩემპიონს შეეფერება.
ფაჯოლი 5.5 – იმ ხარისხით ვერ ითამაშა, რითაც შთაბეჭდილება მოახდინა ოქტომბრიდან ნოემბრამდე.
კინი 6.5 – მილიკს სჭირდებოდა მისი დახმარება და ზოგადად, თამაშში კარგად ჩაერთო.
ლოკატელი 5.5 – სეზონის პირველ ნაწილი კარგად დახურა და მეორე ნაწილი ცუდად განაახლა.
მაკკენი 5.5 – როგორც ხშირად ხდება, წრეზე ტრიალებს.
პარედესი 5.5 – გუნდს და ნახევარდაცვას ვერ შესძინა ის, რაც საჭირო იყო.
კოსტიჩი 6 – რამდენიმე უხეში შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში ის არის ფეხბურთელი, რომელიც ხიფათს ქმნის.
ილინგ-ჟუნიორი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
მირეტი 5.5 – თავდამსხმელის უკან თამაშისას რაღაც აკლია განსხვავების შესაქმნელად, მაგრამ აქვს ტემპი, რომელიც „იუვეში“ ცოტას აქვს.
რაბიო 6.5 – მის გარეშე ნახევარდაცვა საშინლად იტანჯება. მან გუნდის თამაში შეცვალა.
მილიკი 7 – გამოკვეთილ ფორვარდად თამაში გაუჭირდა, იბრძოდა, მაგრამ გუნდი მხარს ვერ უჭერდა. კინთან ერთად უკეთ ითამაშა, ხოლო კომპენსირებულ დროში 3 ქულის მომტანი ჯარიმა გაიტანა.
ალეგრი 6.5 – ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გოლგაუშვებლად. უკეთესი შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის პერიოდში.