მთავარი / სიახლეები / სერია A / კორვინო: “ვლაჰოვიჩს ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “იუვეში” დარჩეს”

კორვინო: “ვლაჰოვიჩს ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “იუვეში” დარჩეს”

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა პანტალეო კორვინომ, რომელმაც დუშან ვლაჰოვიჩი თავის დროზე „ფიორენტინაში“ შეიძინა, სერბ ფორვარდზე ისაუბრა.

მან ვლაჰოვიჩს ურჩია, რომ „იუვენტუსი“ არცერთ ვარიანტში არ დატოვოს, თუნდაც გუნდმა მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშოს.

„დუშანის შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. დიდებული სტატისტიკის გარდა, მასზე ნიჭიც მეტყველებს. ის სრულყოფილი ცენტრფორვარდია: ფიზიკურად ძლიერია, გოლის ალღო აქვს, კარგი ტექნიკაც, პროგრესი შეუძლია, მეორე სართულზე თამაშის უნარიც გააჩნია. ვურჩევ, რომ ტურინში დარჩეს, თუნდაც გუნდმა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშოს. „იუვე“ ყოველთვის „იუვეა“, ამოსავალი წერტილი. ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის სიმშვიდეა“, – თქვა კორვინომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …