ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ კლუბში არსებულ კრიზისზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში სატრანსფერო კამპანიაც შეცდომის აწარმოეს და მასიმილიანო ალეგრი „ტორინოსთან“ წაგების შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლონ.
„იუვე“ „ტორინოსთანაც“ თუ წააგებს, ძნელი სათქმელია, რომ ალეგრის ნდობას ისევ გამოუცხადებენ. ძნელი იქნება ხალხის შეგუება ასეთ გადაწყვეტილებასთან. „იუვეს“ მაქსიმუმ მეოთხე ადგილზე შეუძლია ჰქონდეს ამბიცია, მაგრამ ამჟამინდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ეს რთული იქნება.
რამდენიმე კვირის წინ ალეგრის ალტერნატივა იყო ნედვედის იდეა, რომ მის ნაცვლად პაოლო მონტერო დაეწინაურებინა პირველ გუნდში. იყო სატრანსფერო პოლიტიკის შეცდომებიც, მაგალითად, პოგბას და დი მარიას ტრანსფერები. მალდინი და ჯუნტოლი ახერხებ სასარგებლო, ნიჭიერ ფეხბურთელებს გონივრულ ფასად იმატებენ, ჩვენ ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა კრიშტიანუ რონალდუ მსგავსი ხელფასით დავიმატეთ“, – თქვა კობოლი ჯილიმ.