მთავარი / სიახლეები / ამორუზო: “იუვეში” ახალი მენტალიტეტია საჭირო”

ამორუზო: “იუვეში” ახალი მენტალიტეტია საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ კლუბში არსებულ კრიზისზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კლუბმა როგორმე უნდა გამონახოს ძალა, რომ ამ სიტუაციაზე რეაგირება მოახდინოს.

„ალეგრის მენეჯმენტისთვის ძალიან ბნელი პერიოდია და გვირაბის ბოლოს შუქიც დანახვაც წარმოუდგენელია. „ბიანკონერი“ უნდა გადაჯგუფდეს და გამონახოს ენერგია რეაგირებისთვის, რათა ისევ გახდეს გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა.

გამოსავალი შეიძლება ალეგრის გათავისუფლება იყოს? „იუვე“ ჩვეულებრივ მწვრთნელს სეზონის მიმდინარეობისას არ ათავისუფლებს, თუმცა მომდევნო შედეგები გადამწყვეტი იქნება. თუ შედეგები არ შეიცვლება, ვფიქრობ, კლუბი მზად იქნება, სიტუაციაში ჩაერიოს. საჭიროა ახალი მენტალიტეტის შექმნა. ტრანსფერები შეცდომით განხორციელდა? ვფიქრობ, ფურცელზე შესანიშნავი გუნდი გაკეთდა, რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, რომლებიც ჯერ არ იცნობენ „იუვეს“ გარემოს. არ მგონია, ამ სიტუაციაში ერთი დამნაშავე არსებობდეს, ბევრი კარგი ინდივიდუალისტია გუნდში, მაგრამ ეს საკმარისი არაა“, – თქვა ამორუზომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …