მთავარი / სიახლეები / კობოლი ჯილი: “ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია ის, რასაც მალდინი და ჯუნტოლი აკეთებენ”

კობოლი ჯილი: “ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია ის, რასაც მალდინი და ჯუნტოლი აკეთებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ კლუბში არსებულ კრიზისზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში სატრანსფერო კამპანიაც შეცდომის აწარმოეს და მასიმილიანო ალეგრი „ტორინოსთან“ წაგების შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლონ.

„იუვე“ „ტორინოსთანაც“ თუ წააგებს, ძნელი სათქმელია, რომ ალეგრის ნდობას ისევ გამოუცხადებენ. ძნელი იქნება ხალხის შეგუება ასეთ გადაწყვეტილებასთან. „იუვეს“ მაქსიმუმ მეოთხე ადგილზე შეუძლია ჰქონდეს ამბიცია, მაგრამ ამჟამინდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ეს რთული იქნება.

რამდენიმე კვირის წინ ალეგრის ალტერნატივა იყო ნედვედის იდეა, რომ მის ნაცვლად პაოლო მონტერო დაეწინაურებინა პირველ გუნდში. იყო სატრანსფერო პოლიტიკის შეცდომებიც, მაგალითად, პოგბას და დი მარიას ტრანსფერები. მალდინი და ჯუნტოლი ახერხებ სასარგებლო, ნიჭიერ ფეხბურთელებს გონივრულ ფასად იმატებენ, ჩვენ ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა კრიშტიანუ რონალდუ მსგავსი ხელფასით დავიმატეთ“, – თქვა კობოლი ჯილიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …