მოიზე კინმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა (2:2). იტალიელმა ფორვარდმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„იოლი თამაში არ იყო, ძალიან ცხელოდა და ცოტა დავიღალეთ კიდეც ამ დღეებში ინტენსიური მუშაობისთვის. კარგად ვარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, სადაც მწვრთნელი მთხოვს, იქ ვთამაშობ, ეს იქნება გარემარბის თუ ფორვარდის პოზიცია. დი მარია? მას შეუძლია ძალიან დაგვეხმაროს“, – თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო სპარინგს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.