მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “გაშვებული გოლების დროს უფრო მეტი ყურადღებით თამაში შეგვეძლო”

ალეგრი: “გაშვებული გოლების დროს უფრო მეტი ყურადღებით თამაში შეგვეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბარსელონასთან“ შეხვედრის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა და კმაყოფილი იყო.

„კარგი ტესტ-მატჩი იყო, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ და როგორ მიდის მზადება. შეგვეძლო გაშვებული გოლების დროს უფრო ყურადღებით ვყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს. კინმა ძალიან კარგად ითამაშა, ისევე როგორც ზაკარიამ, რომელიც უმატებს. როველამ 90 წუთი ითამაშა და ეს მისთვის ადვილი არ იყო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო სპარინგს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …