მთავარი / სიახლეები / კინის დუბლი და ფრე “ბარსელონასთან” [VIDEO]

კინის დუბლი და ფრე “ბარსელონასთან” [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ ამერიკულ ტურნეში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ეს პრესეზონზე მხოლოდ მეორე სპარინგი იყო, „ბარსა“ კი გაცილებით კარგა ხანია ემზადება და უკეთეს ფორმაშიც იმყოფება. ესპანელები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ „იუვე“ ძელმა იხსნა, ერთხელ ვოიცეხ შჩესნიმ, ორჯერ მატია პერინმა, მაგრამ საგოლე მომენტები ტურინულ გუნდსაც არაერთი ჰქონდა.

ანგარიში 34-ე წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, რომელმაც ალექს სანდრო და ხუან კუადრადო მოატყუა და ლამაზი გოლი გაიტანა. 5 წუთის შემდეგ მოიზე კინმა გაათანაბრა, რომელმაც კუადრადოს პასით ახლო მანძილიდან შეაგდო. ეს ანგარიში მხოლოდ 1 წუთი შენარჩუნდა, რადგან დემბელემ კიდევ ერთხელ ითამაშა ბრწყინვალედ და – 1:2.

მეორე ნახევარის დასაწყისში დენის ზაკარიასა და მანუელ ლოკატელის ჩინებული კომბინაცია კინმა გოლით დაასრულა და დემბელეს დუბლით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მომდევნო სპარინგს 31 ივლისს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

„ბარსელონა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (2:1)

დალასი, „სოტონ ბოული“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (პერინი 46); დანილო (კომპანიონი 61), ბონუჩი (გატი 46), ბრემერი (რუგანი 59), ალექს სანდრო (პელეგრინი 60); ზაკარია, როველა, ლოკატელი (ფაჯოლი 61); დი მარია (სულე 77), კინი (კუდრიგი 78), კუადრადო (ბარბიერი 78)

გოლები: 1:0 დემბელე (34), 1:1 კინი (39), 2:1 დემბელე (40), 2:2 კინი (51)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …