მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი: “წინ მშვიდად უნდა ვიაროთ”

კიელინი: “წინ მშვიდად უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი მცველის განცხადებით, სეზონი რთულად დაიწყეს, მაგრამ წინ მშვიდად უნდა იარონ.

“გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში კომპაქტური იყო, კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რაც მოედანზე ვაჩვენეთ, არსებული სირთულეების გათვალისწინებით. ვიმსახურებდით ქულის მოპოვებას მაინც, ახლა სათქმელი ცოტაა. უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად და მოვუმატოთ.

ვიცოდით, რომ ობიექტური სირთულეები გვექნებოდა, რა თქმა უნდა, არ გვიფიქრია ასეთი დასაწყისი, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, გამჭრიახობა და სურვილი, რომელიც დღეს გვქონდა. უფრო მეტად გუნდი უნდა გავხდეთ და დღეს ეს დავინახე. ნელ-ნელა მაღლა ავდივართ. ცხადია, გაბრაზებული და უკმაყოფილო ვართ შედეგით, მაგრამ წინ მშვიდად უნდა წავიდეთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …