ტურინის „იუვენტუსის“ 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯორჯო კიელინი დასახელდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია.
კიელინიმ აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვე“ დატოვა. მან ტურინულ კლუბში 2005-2022 წლებში 561 შეხვედრა ითამაშა და 36 გოლი გაიტანა.
👏🏻 @chiellini è l’MVP of the year @play_eFootball per la stagione 2021/22 ⚪️⚫️ pic.twitter.com/29s9WEVFwq
— JuventusFC (@juventusfc) May 24, 2022