მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “კიელინი, როგორც მეტოქე მძულდა, მაგრამ საუკეთესო თანაგუნდელი იყო”

პიანიჩი: “კიელინი, როგორც მეტოქე მძულდა, მაგრამ საუკეთესო თანაგუნდელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პაულო დიბალა „რომაში“ გადავა. გარდა ამისა, ბოსნიელმა ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა.

„დიბალა „რომასთვის“ იდეალური გუნდი იქნებოდა და პირიქით. „რომამ“ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას და რამდენიმე ჩემპიონი უნდა დაიმატოს. პაულოს მსგავსი მოთამაშეები კი აუმჯობესებენ გუნდს და ის აუცილებლად გააუმჯობესებს „რომას“. ეს შეიძლება იყოს სწორი ნაბიჯი და მინდა „რომაში“ გადავიდეს.

გუნდს რომ ვაკომპლექტებდე და მხოლოდ ერთი ფეხბურთის არჩევა შემეძლოს, ჯორჯო კიელინის ავიყვანდი. როგორც მეტოქეს, ის მძულდა, მაგრამ როგორც თანაგუნდელი საუკეთესოა, ვინც შეიძლება გყავდეს. დიდი ლიდერი, დაცვაში სრული უსაფრთხოება მოაქვს, ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, არაჩვეულებრივი ადამიანია. როცა ასეთ ფეხბურთელს კარგავ, მოედანზე და გასახდელში მისი შეცვლა რთულია“, – თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …